Lovenest Logo
Lovenest

წესები და პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს საიტის გამოყენებამდე.

ვებგვერდზე Lovenest.ge-ზე შემოსვლით და შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

1. შეკვეთის გაფორმება და მიწოდება

  • შეკვეთის გაფორმება ხდება უშუალოდ ვებგვერდიდან.
  • მიწოდების ვადები თბილისის მასშტაბით შეადგენს 1-2 სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონებში 2-5 სამუშაო დღეს.
  • ფორსმაჟორული სიტუაციების დროს (მაგ: რთული კლიმატური პირობები), მიწოდება შეიძლება გადავადდეს.

2. გადახდა

ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად (ბარათით) UniPay სისტემის მეშვეობით ან საბანკო გადარიცხვით (წინასწარი შეთანხმებით). ადგილზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული.

3. დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)

მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს ან გადაცვალოს ნივთი მისი მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ნივთს აღენიშნება საწარმოო/ქარხნული წუნი.
  • ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას.
  • ნივთის ვიზუალური იერსახე თვალსაჩინოდ არ ემთხვევა ვებგვერდზე განთავსებულ აღწერას.

დაბრუნების აუცილებელი პირობაა: ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში და შენარჩუნებული ჰქონდეს სასაჩუქრე შეფუთვა.

4. საავტორო უფლებები

ვებგვერდზე განთავსებული ყველა დიზაინი, ტექსტი და ბრენდინგის ელემენტი წარმოადგენს Lovenest-ის ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი უნებართვო კოპირება ან კომერციული მიზნით გამოყენება აკრძალულია კანონით.