Lovenest Logo
Lovenest

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვქმნით არა ნივთებს, არამედ ემოციებს, რომლებიც წლებს უძლებს.

Lovenest Mission

როგორ დაიწყო ყველაფერი?

იდეა გაჩნდა სურვილიდან, რომ შეგვექმნა საჩუქარი, რომელიც იქნებოდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ნივთი. გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც შეინახავდა ადამიანის ემოციას, მის ხმას და სიტყვებს.

ასე შეიქმნა "წამიკითხე როცა დაგჭირდები" — 84 გვერდიანი ცარიელი წიგნი, რომელსაც ავსებს თავად მჩუქებელი. ეს არის წერილები მომავალში, ზუსტად იმ მომენტებისთვის გათვლილი, როცა ადამიანს სჭირდება გამხნევება, სიყვარულის შეხსენება ან უბრალოდ გაღიმება.

ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ადამიანებს ერთმანეთისთვის უნიკალური, დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებაში. თითოეული წიგნი იბეჭდება უმაღლესი ხარისხის მასალებით და იკვრება დიდი სიყვარულით საქართველოში.